Sunday, 11 November 2018

უნდა გააგრძელონ თუ არა პედაგოგებმა კრედიტქულების დაგროვება სქემაში დაგეგმილი ცვლილებების გამოცხადებამდე?!

უნდა გააგრძელონ თუ არა პედაგოგებმა კრედიტქულების დაგროვება სქემაში დაგეგმილი ცვლილებების გამოცხადებამდე?! 09-11-2018 - + უნდა გააგრძელონ თუ არა პედაგოგებმა მასწავლებელთა კარიერული წინსვლის სქემით განსაზღვრული აქტივობების ჩატარება და კრედიტქულების დაგროვება მასწავლებელთა სქემაში ცვლილებების განხორციელებამდე - აღნიშნულ საკითხზე etaloni.ge მასწავლებელთა სახლის წარმომადგენელს ესაუბრა. როგორც მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი აცხადებს, ყველაფერი ჩვეულებრივად გრძელდება და მასწავლებლებმაც სურვილის შემთხვევაში კრედიტქულების დაგროვება უნდა გააგრძელონ. „სიახლეები თუ იქნება ცვლილებაც მერე იქნება, მაგრამ ჯერჯერობით ჩვეულებრივად უნდა გააგრძელონ მასწავლებლებმა თავიანთი სქემით განსაზღვრული აქტივობების განხორციელება თუ ამის სურვილი ექნებათ“, - განგვიცხადეს ცენტრში. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, მანანა რატიანის ცნობით, მასწავლებელთა კარიერული წინსვლის სქემაში სტატუსთან დაკავშირებით ცვლილებები ცნობილი ამ სემესტრის ბოლომდე გახდება. რატიანის განცხადებით, წამყვანი და უფროსი მასწავლებლებისთვის ე.წ. უვადო სტატუსი აღარ იარსებებს. ერთადერთი, ვისაც სტატუსის შენარჩუნებისთვის კრედიტქულების დაგროვება არ მოუწევთ, მენტორის სტატუსის მქონე მასწავლებლები იქნებიან. ასევე იხილეთ: როდის გახდება ცნობილი მასწავლებელთა სტატუსის შენარჩუნების შესახებ ინფორმაცია - მანანა რატიანი ცვლილებების შესახებ

წყარო

Saturday, 10 November 2018

სასწავლო რესურსები

მე ვარ ამ ბლოგის ავტორი, ხათუნა დარსაძე... ეს არის ჩემი პირველი ბლოგერობა ))) იმედია, ყველაფერი გამომივა კარგად და ბოლოს გაგახარებთ ახალი, ჩემ მიერ შექმნილი, ინფორმაციით...