პროექტები და ღონისძიებები

  1. პროექტის სახელი: სისხლის ჯგუფები და  სისხლის დაავადებები (ჰემოფილია და ლეიკოზი)
  2. პროექტის მთავარი იდეა:  ჰემოფილია  - ისტორია და გავრცელება, გენეტიკური ფაქტორი; ლეიკოზი - სიმპტომები, მკურნალობა; სისხლის ჯგუფები და რეზუს-ფაქტორი ( ცნობები  სისხლის ჯგუფების ისტორიიდან)ადამიანის ხასიათის თვისებურებანი სისხლის ჯგუფის მიხედვით), სისხლის ჯგუფის დადგენა ლაბორატორიაში.
  3. პროექტის აქტუალობა: მოსწავლეები გაეცნობიან ავადმყოფობების - ჰემოფილიის და ლეიკემიის  ისტორიას, გავრცელების სიხშირეს, შეეცდებიან დაავადებების გამომწვევი მიზეზების დადგენას.
  4. პროექტის მიზნები: გაკვეთილზე მიღებული ცოდნის და გამოცდილების რეალურ ცხოვრებაში გამოყენება სხვადასხვა უნარ-ჩვევის განვითარება, სისხლის ჯგუფების დადგენა, ვიზიტი ადგილობრივ ლაბორატორიაში კლინიკა „დიაგნოზში“, ექიმ ლაბორანტის მინი-ლექცია, სისხლის ჯგუფის დადგენის პროცესში მონაწილეობის მიღება (დასწრება), ექიმ- ლაბორანტისთვის კითხვების დასმა, (ინტერვიუ), მოსწავლეების მიერ საკუთარი აზრის ჩამოყალიბების უნარის განვითარება.
  5. მოსწავლეთა ასაკი - მე-8 კლასი
  6. ვადები/ხანგრძლივობა - 3 კვირა
  7. მოსალოდნელი შედეგები/პროცედურები, რასაც ველოდებით ან ვატარებთ: მოსწავლეთა გამოკითხვა, ფოტომასალა, ვიდეომასალა ჩანაწერები, ფოტოსურათების გამოფენა, ვებ-გვერდი.
  8. პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები: კომპიუტერი, ინტერნეტი, ციფრული კამერა; საჭირო ლიტერატურა, მარკერი, საწერი კალმები, ფანქრები, ფორმატის და თაბახის ფურცლები.
  9. პროექტის მსვლელობა:
აქტ.1.   მასწავლებლის მიერ მოსწავლეებისათვის იდეის გაცნობა.
აქტ.2.  მოსწავლეების მიერ მათთვის საინტერესო, აქტუალური კითხვების და პრობლემების ჩამოყალიბება.
აქტ.3. ორგანიზაციული საკითხები: ჯგუფების შექმნა;
           ფუნქციების განაწილება;
           კონკრეტული დავალებების მიცემა.
აქტ.4.  მოსწავლეების ერთ ჯგუფს დაევალოს დაავადებების ისტორიის შესწავლა;                        
            მეორე ჯგუფს - სისხლის ჯგუფების შეთავსება/შეუთავსებლობა (ცხრილის შექმნა); რეზუს- ფაქტორის მნიშვნელობა, ხიფათი ორსული ქალებისათვის.
          მესამე ჯგუფს - ვიზიტი კლინიკაში, ინტერვიუ ექიმთან, დასწრება სისხლის ჯგუფის დადგენისას, ვიდეოს  და სურათების გადაღება.
აქტ.5. შესასრულებელი სამუშაოს შეჯამება, აუდიტორიისთვის გაცნობა. მოძიებული მასალის განთავსება ბლოგზე.
აქტ.6. პროექტის შეფასება. დაკვირვების და ანალიზის ობიექტის შეფასებისას საჭიროა: ინფორმაციის მოძიება და ორგანიზება, პრეზენტაციის უნარი, მსჯელობა, დისკუსია, წერითი სამუშაო.
  1. საგნებთან /საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: ამ პროექტზე მუშაობისას იღრმავებენ ცოდნას სხვა საგნებთან კონტაქტით. ეს საგნებია - ანატომია, ფიზიოლოგია, გენეტიკა, მედიცინა, ბიოქიმია, მედიცინის ისტორია. გამოუმუშავდებათ უნარ-ჩვევები საინფორმაციო ტექნოლოგიებში, ინფორმაციის მოძიება ინტერნეტში, პრეზენტაციის მოწყობა, ვებ-გვერდის შექმნა.
  2. პროექტის ხელმძღვანელი: ხათუნა დარსაძე , შპს სკოლა „ინტელექტ-პლიუსის“  მასწავლებელი.
  3. პროექტის მასწავლებლის ელ.ფოსტა:   darsadzekatuna@gmail.com






No comments:

Post a Comment